სამსონი ს.ს.
სამსონ ჯგუფი შედგება სააქციო საზოგადოება სამსონის საწარმოო ობიექტებისა და ათი მწარმოებელი კომპანიისგან. კომპანია სამსონი მისი საწარმოო პროგრამის მეშვეობით, ახორციელებს და აწვდის კომპლექსურ გადაჭრის გზებს, მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს, გამტარუნარიარიანობის რეგულაციის სისტემებისთვის. სამსონ ჯგუფი ნიშნავს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას პირდაპირი ზემოქმედების, ბრუნვადი და ცირკულარული ვენტილებისა და ჩამკეტების წარმოების დარგში. წარმოების პროგრამა მოიცავს როგორც ძირითადი მასალებისგან წარმოებულ პროდუქტებს ასევე სპეციალური მასალებისგან დამზადებულ პროდუქციას მომხმარებლის მოთხოვნით. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის კალიბრის ასორტიმენტი იწყება მიკროვენტილებით 1/8" დიამეტრიდან და ადის 100" დიამეტრის ზომამდე სპეციალური საჭიროებებისთვის. ჩვენი ვენტილები გამოიყენება, როგორც,წყლის, პასტის, პროცესის სითრეების,ორთქლის, ინდუსტრიული კრიოგენული აირების(გაზების) ასევე ნავთობისა და გაზის მოპოვების, ნავთოქიმიის,ატომური და ტრადიციული ენერგეტიკის, საწარმოო ქიმიკატების, საყოფაცხოვრებო პროდუქციის, სუსრსათისა და სასმელების წარმოებაში, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, მზის თერმულ ენერგეტიკაში, მაღაროებსა და ლითონის გადამამუშავებელ ინდუსტრიებსა და HVAC(გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება) სფეროში.
სამსონი ასევე აწარმოებს რეგულატორებისა და ჩამკეტი მოწყობილობების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: აქტუატორები, პოზიციონერები, ელექტრომაგნიტური ვენტილები, საბოლოო ლიმიტის გამომრთველები, გამაძლიერებლები, რედუქციის სადგურები და ბევრი სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა. სამსონის პოზიციონერები მოცემულია ისეთ კონფიგურაციებში, რომ იძლევა იმპლკემენტაციის საშუალებას გავრცელებული პროტოკოლების შესაბამისად როგორებიცაა HART, Foundation Fieldbus, და Profibus technologies და აღჭურვილია თავისი დიაგნოსტიკური ფუნქციით.